სერიალ დაკარგულების მსახიობმა, დენიელ დაი კიმმა, რომელიც CBS-ის სერიალში Hawaii Five-0, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, შოუ დაბალი ხელფასის გამო მიატოვა. სერიალი მასთან ერთად კიდევ ერთმა მსახიობმა გრეის პარკმა დატოვა.

როგორც გაირკვა, დენიელსა და გრეისს დანარჩენი ორი მთავარი როლის შემსრულებლისგან ალექს ოლოგანისა და სკოტ კენისგან განსხვავებით, ტელევიზია ნაკლებ ხელფასს უხდიდა.

"სამწუხაროდ სერიალის დატოვება ცუდი მიზეზის გამო მიწევს, რადგან CBS-ის მიერ გამოგზავნილი კონტრაქტის არც ერთ პუნქტს არ ვეთანხმები. ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება", ამბობს კიმი.

კიმისა და გრეისის სერიალიდან წასვლას არხიც ეხმაურება:

"გულდასაწყვეტია ისეთი ნიჭიერი მსახიობების წასვლა სერიალიდან, როგორებიც დენიელი და გრეისი იყვნენ. დიდი მადლობა მათ იმ 168 არაჩვეულებრივი სერიისთვის, რომელიც გვაჩუქეს. მათი დამსახურებაა, რომ Hawaii Five-0 ასეთ კარგ შოუდ ჩამოყალიბდა. იმედი გვაქვს ოდესმე კვლავ შევხვდებით", ნათქვამია CBS-ის განცხადებაში.