ავიაკომპანია Georgian Airways-ის სანკტ-პეტერბურგი-თბილისის რეისზე, თვითმფრინავის შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

ავიაკომპანიის პრესსამსახურმა ბექა მჭედლიშვილმა On.ge-ის უთხრა, რომ სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში შევიდა ინფორმაცია ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც ხელახლა შეამოწმეს მგზავრები და მათი ბარგი, თუმცა ცრუ განგაში აღმოჩნდა. მისივე თქმით, რეისი დაგვიანებით, მაგრამ უკვე გამოფრინდა თბილისისაკენ. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვისგან შევიდა ანონიმური შეტყობინება.