შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

ბრალდების მხარის ვერსიით, ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

დღეს ტელეკომპანია იმედმა მეზობლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. მათი თქმით, რამდენიმე პირმა არასრულწლოვნები საკუთარ ბინაში აიყვანა, გააშიშვლა და ფოტოებიც გადაუღო.