ბილი აუგუსტის ახალ ფილმში, 55 Steps, მთავარ როლებს ჰელენა ბონემ კარტერი და ჰილარი სვონკი შეასრულებენ.

ფილმის სიუჟტი სან ფრანცისკოს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვითარდება, სადაც ერთ-ერთი პაციენტი ბონემ კარტერის პერსონაჟი ელეონორ რისია. ის ჰილარი სვონკის პერსონაჟს კოლეტ ჰიუს გაიცნობს, რომელიც მისი ადვოკატი გახდება და ცდილობს კლინიკიდან გამოსვლაში დაეხმაროს, საბოლოოდ კი აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში ელეონორი დაეხმარა მას და არა პირიქით. ფსიქიატრიულის პაციენტი ვორკოჰოლიკი ადვოკატის ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

ჰელენასა და ჰილარის გარდა ფილმში ჯონათან კერიგანი და ტიმ პლესტერი თამაშობენ.

კინოსურათი ეკრანზე 2018 წელს გამოვა.