ისტორიაში პირველად, ალკოჰოლიზმის განსაკურნებლად MDMA-ს გამოიყენებენ
ბრიტანელი მეცნიერები სრულიად ახალი კვლევის ჩასატარებლად ემზადებიან და ამჯერად, ალკოჰოლიზმის განკურნებაში MDMA-ს როლის მნიშვნელობის შესწავლას აპირებენ. მათი ვარაუდით, MDMA-ს დახმარებით ალკოჰოლზე მძიმედ დამოკიდებული ადამიანები ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევას შეძლებენ.
Imperial College London-ის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ წარმატებით გაიარეს კვლევის ჩასატარებელი ყველა წინასწარი ეტაპი და ექსპერიმენტის დასაწყებად ნებართვა მიიღეს. The Guardian-ის ცნობით, კვლევა ინგლისში, ქალაქ ბრისტოლში ჩატარდება. დასაწყისისთვის შეირჩევა 20 პაციენტი, რომლებიც ალკოჰოლიზმის დამარცხებას წარსულში სხვა მეთოდებით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. კვლევის პროცესში, შერჩეული პაციენტები ფსიქოთერაპიულ სესიებს გაივლიან, რა დროსაც ისინი სუფთა MDMA-ს ზემოქმედების ქვეშ იქნებიან.
MDMA არის ემპათოგენი, ცნობილი როგორც ნარკოტიკი, რომელიც სიყვარულის განცდებს ქმნის, ადამიანს უფრო მეტად სოციალურსა და ემპათიურს ხდის. მკვლევარების ჰიპოთეზის მიხედვით, სწორედ ეს ეფექტი დაეხმარებათ ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ამ მავნე ჩვევის დაძლევაში, თერაპევტთან მეტ გახსნილობაში და ა.შ.
ადრე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ MDMA-ის დახმარებით ჩატარებული თერაპიები ადამიანებს ფსიქოლოგიური ტრავმების დაძლევაში ეხმარება. 2010 წელს ჩატარებული მცირე კვლევის თანახმად, პაციენტების 80%-ს, რომლებსაც მწვავე ფსიქოლოგიური ტრავმები აღენიშნებოდათ, MDMA-თი ჩატარებული თერაპიების შემდეგ სიმპტომები გაუქრათ.
სხვათა შორის, ამ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა MDMA-ს მნიშვნელობაზე TED-ზე 2016 წლის ზაფხულში ისაუბრა.
როდის გამოქვეყნდება კვლევის შედეგები, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ MDMA-ს სამედიცინო მიზნებით გამოყენება ა.შ.შ.-ში, შესაძლოა, ლეგალური გახდეს.
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები