ეტლით მოფარიკავე, ნინა თიბილაშვილი 23 წლამდელთა პარამოფარიკავეთა შორის, ხმლით ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

ჩემპიონატი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა. ნინა თიბილაშვილმა ფინალში ფრანგი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

პირველ ივლისს, ამავე ანგარიშით ირმა ხეცურიანმა, ასევე ხმლით ფარიკაობაში ტაილანდელი სპორტსმენი დაამარცხა და კიდევ ერთი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიო თასის ვარშავის ეტაპი 7 ივლისს დასრულდება.