1 ივლისს, ლონდონში, ჰაიდ პარკში Green Day-ს კონცერტზე 65 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. ვიდრე ჯგუფი მათ წინაშე გამოვიდოდა და თავიანთი სიმღერების შესრულებას დაიწყებდა, მსმენელებს"გასახურებლად" Queen-ის Bohemian Rhapsody ჩაურთეს.

დანარჩენი თავად ნახეთ:

ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთი კომენტარის ავტორი ამბობს, რომ Queen ერთადერთი ჯგუფია, რომელსაც შეუძლია მთელი სტადიონი აიტაცოს, მაშინაც კი, როცა იქ არ არის.