ბათუმში Maroon 5-ის კონცერტზე მსმენელი უკვე იკრიბება. მიუხედავად ცუდი ამინდისა, მომღერლის თაყვანისმცემლები ანბანის კოშკთან შუადღიდან მოდიან.

Maroon 5-ის თაყვანისმცემლები ბათუმში გამართულ კონცერტზე.

ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge

ამ დროისთვის არ არის ცნობილი ზუსტად რომელ საათზე იხილავს ადამ ლევინს ქართველი მსმენელი, თუმცა ცნობილია, რომ მანამდე Parov Stelar-ის ბენდის ერთ-ერთი წევრი წარდგება აუდიტორიის წინაშე. ბათუმის საოცრებათა პარკში შეკრებილია როგორც ქართველი ისე უცხოელი მსმენელი.

ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge

Maroon 5-ის თაყვანისმცემლები ბათუმში გამართულ კონცერტზე.

ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge

ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge

Maroon 5 საქართველოს სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ეწვია. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა ეროს რამაზოტისა და რობი უილიამსის კონცერტები, სულ მალე კი ქუთაისს ხოსე კარერასიც ეწვევა.