Warner Bros.-მა Fantastic Beasts-ის მეორე ნაწილის შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა, მათ შორის არის სიუჟეტი და მონაწილე მსახიობები.

ფილმის მეორე ნაწილში ვიხილავთ ედი რედმეინს, ჯონი დეპს, ჯუდ ლოუს, კატერინ უოტერსტონს, ელისონ სუდოლს, დან ფოგლერსა და ეზრა მილერს. გარდა ამისა, ფილმში მონაწილეობას მიიღებს ზოი კრავიცი, რომელიც ლიტა ლესტრეინჯის როლს მოირგებს.

მსახიობების გარდა, კინოკომპანიამ მეორე ნაწილის პატარ-პატარა დეტალებიც გაამჟღავნა.

მაგალითად, უკვე ვიცით, რომ ფილმის მთავარი უარყოფითი პერსონაჟი, გრინდევალდი, რომლის როლსაც ჯონი დეპი ასრულებს და რომელიც პირველი ფილმის ბოლოს დააკავეს, გაქცევას ახერებსძალებს და ახალი მიმდევრების გაჩენას იწყებს. ერთადერთი, ვისაც მისი შეჩერება შეუძლია, მისი ყოფილი საუკეთესო მეგობარი ალბუს დამბლდორია (ჯუდ ლოუ), თუმცა მას გრინდევალდის ყოფილი სტუდენტების დახმარება სჭირდება, რომელთა მოძებნაც და შემდეგ ლექტორის წინააღმდეგ საბრძოლველად მომართვა საკმაოდ რთული მისიაა.

ფილმის სიქუელს ნიუ-იორკში, ლონდონსა და პარიზში გადაიღებენ, მისი პრემიერა კი 2018 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.