საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილი ინიციატივით შიდა ქართლის სამ რაიონში - გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება:

"ჩვენ შევთვაზეთ კასპის ოკუპაციის მუზეუმს, როგორც წარმატების მაგალითს, რომ ოკუპაციის გასწვრივ საქართველოს ქალაქებში პირველ ეტაპზე შიდა ქართლის ქალაქებში, გაგვეკეთებინა მსგავსი ტიპის მუზეუმები.

ეს კიდევ ერთხელ ძალიან თვალნათლივ აჩვენებს ჩვენს ახალგაზრდებს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით და მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის შეფასება დავიწყოთ სწორად და დავიწყოთ საბჭოთა პერიოდიდან".

დღეს, 3 ივლისს, ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ქვემო ქართლში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს.