"სოთბის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო "შველი წყლის პირას" ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ამის შესახებ 2030 წერს. აუქციონზე ტილო დღეს 629 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

ნიკო ფოროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე დღეს, 7 ივნისს გაიტანეს, მისი საწყისი ფასი 150 000 ფუნტი სტერლინგი იყო.

"შველი წყლის პირას" რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი. 15 მაისს, კულტურის სამინისტრომ სოთბის აუქციონის ორგანიზატორებს მიმართა, რომ ნიკო ფიროსმანის ტილო რუსული სექციიდან ამოიღოს და მის წარმომავლობას ხაზი გაუსვას.

ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს, "კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო "არსენალის მთა ღამით" 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.