თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმის საქმეზე წარმოება შეწყვიტა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი საათის წინ გახდა ცნობილი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა აქტის გამოცემიდან გასაჩივრებამდე კანონით დადგენილი ვადა ამოწურული იყო. სადავო განკარგულება, ზვიად ნაზღაიძისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და მის საკომპენსაციოდ თანხისა და სხვა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით გადაცემას ეხებოდა.

სარჩელის ავტორები თბილისის საკრებულოს დეპუტატები: სევდია უგრეხელიძე, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა სამნიძე, ზაზა ვეკუა, შორენა ბუხრაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი იყვნენ. ისინი საკრებულოს დადგენილების გაუქმებასა და ახლის გამოცემას ითხოვდნენ.