თბილისის ზღვაში დღეს დაკარგული არასრულწოვანი მაშველებმა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.