თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი დაიკარგა. ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის თქმით, მოზარდი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის და მის საპოვნად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დამატებით დეტალზე უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.