პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წყლის მილსადენი დაზიანდა და სამი მაღაზია დაიტბორა. მილსადენის დაზიანების გამო ქუჩის მაცხოვრებლებს რამდენიმე საათის განმავლობაში წყალი არ მიეწოდება.

როგორც თბილისის ვიცე-მერი, ლაშა აბაშიძე ამბობს, პეკინის მაცხოვრებელს წყლის მიწოდება დაახლობით 10 საათში აღუდგებათ.

პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებულია გზის სხვადასხვა მონაკვეთის გადაკეტვა, იცვლება გზის საფარი, ტროტუარები და მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების დროს დაგეგმილია წყლის ორკილომეტრიანი მაგისტრალისა და წყალგამაცხელებელი ქსელის შეცვლა. გარდა ამისა, გარემონტდება წყალარინების ქსელის მიწისქვეშა გვირაბული კოლექტორი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი.