მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები ბახმაროს ქალაქთმშენებლობით გეგმას განიხილავენ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშილმა სხდომის დაწყების წინ დოკუმენტის შესახებ განმარტა, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ახალი ქალაქთმშენებლობითი გეგმა თანამედროვე ხედვებსა და მიდგომებს ითვალისწინებს:

"ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოდის დღეს მთავრობაზე, რაც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის დასასვენებელი კურორტი მცირე პერიოდით, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ბახმარო იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად".