რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბალი რეიტინგის გამო, Netflix ვაჩოვკსებს სერიალ Sense 8-ის მესამე სეზონს აღარ გადაიღებდა.

ნეტფლიქსის ამ გადაწყვეტილებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა სერიალის მაყურებლისგან, რის გამოც, ინტერნეტში უამრავი პეტიცია, წერილი და მიმართვა გაჩნდა კომპანიის მისამართით, სერიალის გაგრძელების მოთხოვნით.

ლანა ვაჩოვსკის წერილი ფანებს

ლანა ვაჩოვსკის წერილი ფანებს

რამდენიმე წუთის წინ, სერიალის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, სადაც სერიალის შემქმნელები ამბობენ, რომ Netflix-მა, ფანების აქტიურობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალ წელს, სერიალის ორსაათიანი სპეციალური ეპიზოდი გადაიღოს და ფანებს ამ ფორმით აუსრულოს სურვილი.

წერილში, რომელსაც ხელს ლანა ვაჩოვსკი აწერს, ნათქვამია, რომ სერიალი ნეტფლიქსშიც ძალიან უყვართ, მაგრამ სტატისტიკა და რიცხვები არ იძლევა მისი გაგრძელების საშუალებას. დამატებითი ორსაათიანი ეპიზოდის იდეა, მათაც ძალიან მოეწონათ:

"ამის შემდეგ რა იქნება არ ვიცით. როგორც ამ ბიზნესში დაგროვილი გამოცდილება გვკარნახობს, არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს მომავალში".