პარლამენტში რამდენიმე დეპუტატის პულტი, სავარაუდოდ, სხვამ გამოიყენა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ევროპული საქარველოს წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა თქვა, რომ სხდომათა დარბაზში დეპუტატების საჭირო რაოდენობა არ იყო და მათი გადათვლა მოითხოვა.

გადათვლის შედეგად გაირკვა, რომ კვორუმზე დაფიქსირებული 76 დეპუტატის ნაცვლად სხდომას უფრო ნაკლები ესწრებოდა. ეს ინფორმაცია დაადასტურა უმრავლესობის წევრებმა, მარიამ ჯაშმაც. მისი თქმით, დეპუტატების ნაწილს, სავარაუდოდ, საშვი ხმის დასაფიქსირებელ მოწყობილობაზე დარჩა.