სერიალის სექსი დიდ ქალაქშის ვარსკვლავი, სამანტა ჯონსის როლის შემსრულებელი, კიმ კეტრელი, რომელიც უკვე 60 წლის არის, ჰოლივუდში 30 წელს გადაცილებული მსახიობების პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ კინობიზნესში ასაკობრივი დისკრიმინაცია ძალიან მაღალია.

"60 წლის ასაკის ქალებს ჰოლივუდში მხოლოდ ბებიების როლებს სთავაზობენ, მე კი ბებიების როლების შესასრულებლად ჯერ მზად არ ვარ. საერთოდაც, სულაც არ მინდა მათი როლების განსახიერება, ვისთვისაც 60 წელი უკვე ხანდაზმული ასაკია, რადგან თავს ხანდაზმულად არ ვგრძნობ.", ამბობს კიმი.

როგორც მსახიობი ამბობს, თითქმის ყოველ კვირა სთავაზობენ ახალ როლს, თუმცა ეს როლები მხოლოდ ბებიების პერსონაჟებია.

"ძალიან დამღალა ჩემი აგენტის წინადადებებზე უარის თქმამ, სწორედ ამიტომ ძალების მოსინჯვას პროდიუსერის რანგში ვაპირებ", თქვა კეტრელმა.

მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ HBO-ს სერიალმა სექსი დიდ ქალაქში მას ბევრნაირი კომპლექსის მოუხსნა და სერიალში მონაწილეობით, მან 40 წელს გადაცილებული ქალების გამხნევება შეძლო და დაარწმუნა ისინი, რომ ამ ასაკში ქალი სექსუალური და მიმზიდველია.