რვა თვიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის მთავრობის სამხედროებმა ხუთშაბათს, 29 ივნისს, მოსულის განადგურებული მეჩეთი აიღეს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

ერაყელი სამხედროების ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მეჩეთი 3 წლის წინ ტერორისტულმა დაჯგუფება ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ სახალიფოდ გამოაცხადა.

ერაყის სამხედროები მოელიან, რომ ტერორისტებისგან გასათავისუფლებლად ქალაქ მოსულში წარმოებული გრძელი ბრძოლა მალე დასრულდება. მათი განცხადებით, ქალაქში ISIS-ის მებრძოლების ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი.