პარასკევს, 30 ივნისს, საკონცერტო დარბაზში SPACEHALL დეტროიტელ არტისტს, ILLA J-ს მოუსმენთ. ILLA J - დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი თბილისს BLOK9-ის ფარგლებში ეწვევა.

ის ლეგენდარული ჯგუფის Slum Village-ის წევრი იყო 2012-2015 წლებში. ასევე ILLA J ცნობილია მის უფროს ძმასთან, J Dilla-სთან ერთად ჩამოყალიბებული კოლაბორაციული პროექტით Yancey Boys, რომლითაც ILLA J-მ მისი ძმის გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა მოღვაწეობა. მოგვიანებით კი J Dilla-ს მუსიკალური კატალოგის გამოყენებით, 2013 წელს გამოუშვა ალბომი ‘Sunset Blvd,’ რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღეს J Dilla-სთან ასოცირებულმა ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან Common და Talib Kweli.

2015 წლიდან ის აქტიურად შეუდგა სოლო კარიერის განვითარებას და ამავე წელს გამოუშვა რიგით მეორე სოლო ალბომი სახელად “ILLA J” რომელშიც შესულია ცნობილი კანადელი პროდიუსერის, Kaytranada-სა და Illa J-ს კოლაბორაცია. ამ ალბომით ILLA J შეეცადა მისი ძმის ჩრდილიდან გამოსვლას და საკუთარი მუსიკალური იდენტობის ჩამოყალიბებას, რასაც ის 2017 წლის 30 ივნისს დაანონსებული მესამე სოლო ალბომით ‘Home’ აგრძელებს.

Illa J-სთან ერთად SPACEHALL-ის სცენას ქართველი არტისტებიც დაიკავებენ.

ფოტო: BLOCK9

Kazzy Jazz & Jeronimo - ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ვეტერანები, გიორგი ზურაბიშვილი & Cutkill - კოლაბორაცია, რომელიც თანამედროვე ჰიპ-ჰოპისა და მიმდინარეობის კლასიკის ნაზავს ქმნის. Shining & Luna999 - ლეიბლის LTFR-ის წარმომადგენელთა დუეტი.

ჰიპ-ჰოპ სერიები BLOK9 ქართული ჰიპ-ჰოპი პოპულარიზაციისთვის შეიქმნა, ის მიზნად ისახავს საზოგადოების თანამოაზრე წევრების მიმდინარეობის გარშემო გაერთიანებას და ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას.

30 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება სერიის რიგით მეოთხე კონცერტია. BLOK9-ის მასპინძელი საკონცერტო დარბაზი SPACEHALL-ია. საღამო 21:00 საათზე დაიწყება.