ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას წელს 774 ახალი წევრი დაემატა.

თუ წინა წლებს ჩავთვლით, ეს რეკორდულ რიცხვად შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად 2016 წელს აკადემიამ 683, ხოლო 2015 წელს 322 ახალი წევრი მიიღო.

წლევანდელ წევრებს შორის აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი 57 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან და შორის მათი 39% ქალია, ხოლო 30% ფერადკანიანი, რაც წინა წლებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელია.

მათ შორის არიან: აიშვარია რაი, მონიკა ბელუჩი, ამანდა სეიფრიდი, ემი პოლერი, კრის ჰემსვორტი, კრის პრატი, დუეინ ჯონსონი, ედგარ რამირესი, კრისტენ სტიუარტი, რუთ ნეგა, სარა პოლსონი, ვიგო მორტენსენი, ზაქარი ქუინტო, ადამ დრაივერი, კრის ევანსი, ფან ბინგბინგი, გალ გადოტი, შარლოტა გინსბურგი, რუპერტ გრინტი, ნაომი ჰარისი, ნიკ კეივი და სხვები.

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია, რომელიც კინოს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს ოსკარს გასცემს, 8 ათასზე მეტი წევრი ჰყავს, რომელთა უმეტესობა აშშ-ში მოღვაწეობს.