ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ერთი მოწმის ჩვენებაზეა აგებული, რომელიც პროკურატურამ საქართველოდან გააპარა. ასე გამოეხმაურა აბესაძე ამ საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის მიერ საქართველოს დატოვებას. მამალაძის თქმით, მან საქართველო მის მიმართ ზეწოლის გამო დატოვა.

"საბოლოო დაგვირგვინება იქნება პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ჟურნალისტების მიმართ თითქოს მოწმეზე, რომელიც აშკარად წინასწარ დამუშავებული იყო მნიშვნელოვნად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ მოწმეზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის შესახებ. თუ ვინმეზე უნდა მოხდეს საქმის გამოძიების დაწყება ეს თავად მთავარი პროკურორია, რომელმაც ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის აშკარა ნიშნების შემცველი განცხადება გააკეთა", - აღნიშნა აბესაძემ.

დეპუტატი საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესაც. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განმარტებების გაკეთებას არ აპირებს, რადგან ხელისუფლების დანაშაულება იკვეთება.

"დღეს, სამწუხაროდ, მივიღეთ ქვეყანა სადაც ადამიანები, სწორედაც, რომ დაცულად ვეღარ გრძნობენ თავს. ხშირ შემთხევაში ამ საფრთხის წყარო არიან სამართალდამცავები ან სამართალდამცავი ორგანოები, სამწუხაროდ, მონაწილეები არიან პოლიტიკური გასართობი შოუსი, რომელსაც ქართული ოცნება გეგმავს," - აღნიშნა დეპუტატმა.

27 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ირაკლი მამალაძის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმირებული იყო.