მეივეზერისა და მაკგრეგორის ჩხუბზე დასასწრებად ათასობით ყალბი ბილეთი გავრცელდა
UFC-სა და კრივის ვარსკვლავების დაპირისპირება სპორტულ სამყაროში წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა, კრივის ისტორიაში გამორჩეული სპორტსმენი, ფლოიდ მეივეზერი ჩხუბში გამოიწვია, რასაც მსოფლიოს აღფრთოვანება მოჰყვა. მათი შეხვედრა ორი ფაქტის გამოა განსაკუთრებული. პირველ რიგში, აღსანიშნია, რომ მაკგრეგორი UFC-ის ვარსკვლავია, მეივეზერი კი კრივის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი განსხვავებული სპორტის წარმომადგენელი ერთმანეთს ხვდება. მეორე აღსანიშნი ფაქტი კი ისაა, რომ ამ შეხვედრაში მეივეზერი უდაო უპირატესობას ფლობს, რადგან ჩხუბი კრივის ფარგლებში გაიმართება.
ცხადია, ამ შეხვედრის მიმართ უდიდესი ინტერესი არსებობს და უამრავ ადამიანს სურს ისტორიული დაპირისპირების ცოცხლად ხილვა. ასეთი მასშტაბური დაინტერესების გამო, ინტერნეტში გამოჩნდა ყალბი საიტი, რომელმაც მეივეზერისა და მაკგრეგორის შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. რაც უნდა გასაკვირი იყოს, თაღლითებმა ათასობით ბილეთის გაყიდვა უმოკლეს დროში მოახერხეს. ბილეთები იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ოფიციალურმა პირებმა განცხადების გაკეთებაც ვერ მოასწრეს.
ყალბი ბილეთების ფასი $2 750-დან იწყებოდა და $6 400-მდე მერყეობდა. მას შემდეგ, რაც ბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, თაღლითებმა ბილეთების გაძვირება დაიწყო. ამ ხრიკს უამრავი გულშემატკივარი წამოეგო. ერთ-ერთმა დაზარალებულმა რამდენიმე ბილეთი შეიძინა, რაც დაახლოებით £5 000 დაუჯდა.
ამის შესახებ საკუთარი ტვიტერის გვერდზე კომენტარი UFC-ს პრეზიდენტმა დენა უაითმაც გააკეთა. ის გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ ამ თაღლითობას არ წამოეგონ. მისი თქმით, ბილეთების გაყიდვა არ დაწყებულა და მეტიც, ორგანიზატორებს ჯერჯერობით გადაწყვეტილიც არ აქვთ, რა ეღირება ჩხუბზე დასასწრები ბილეთები.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა 20 ათასი იქნება, მათგან 19 ათასი კი სპონსორებს, მედიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა სფეროების ვარსკვლავებს, ორგანიზატორებს და ა.შ. დაურიგდება. გასაყიდად კი, მხოლოდ 1 000 ბილეთი გავრცელდება.
ცნობისთვის, მეივეზერისა და მაკგრეგორის შეხვედრა 26 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, T-Mobile Arena-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მეივეზერი ჩხუბში მაკგრეგორმა გამოიწვია, რაც უამრავი ადამიანისთვის სენსაცია იყო. ფლოიდ მეივეზერს პროფესიონალურ კარიერაში 49 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მათგან ყველაში გაიმარჯვა. მაკგრეგორისთვის კი, ეს, მოკრივის რანგში პირველი პროფესიონალური შეხვედრა იქნება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები