ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 23 ივნისს, ნაძალადევის რაიონში, ათმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, მათგან ერთი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაშავებულია ერთი პოლიციელი, ძებნა კი გამოცხადებულია მხოლოდ ერთ პირზე, რომელიც იდენტიფიცირებულია. უწყების ცნობით, სწორედ მან სცემა პოლიციელს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. აღნიშნული გულისხმობს სამართალდამცავის მიმართ ძალადობას.