ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ალ-ქაიდამ, ექვსი წლის შემდეგ შვედი ტყვე გაათავისუფლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იოჰან გუსტაფსონი ალ-ქაიდამ 2011 წელს მალიში დაატყვევა. მისი გათავისუფლების შესახებ პირველად შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

გუსტაფსონი აფრიკიდან შვედეთში უკვე ჩავიდა. მინისტრის განცხადებით, გათავისუფლებული პირი კარგ მდგომარეობაშია.

გუსტაფსონი ორ თანმხლებ პირთან ერთად მოტოციკლეტის მართვისას ტერორისტებმა ექვსი წლის წინ დაატყვევეს. ტყვეებიდან ერთი ფრანგი და ერთი ჰოლანდიელი იყო. ისინი 2014 და 2016 წლებში გაათავისუფლეს.