საქართველოს ბანკმა ქართველ ემიგრანტებს მსოფლიო მასშტაბით — ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე ამ ფორმით, ბანერებით მიულოცა. მართალია, ისინი შორს არიან, მაგრამ მათი წილი დროშა და საქართველო მათთანაა — საქართველო ხომ ყველგანაა, სადაც ვართ ჩვენ.

ფოტო: საქართველოს ბანკი / ნიუ იორკი

ფოტო: საქრთველოს ბანკი / ათენი

ბანერები ნიუ იორკში, ათენში, რომსა და ფლორენციაში განთავსდა. ეს საქრთველოს ბანკის ახალი კამპანიის ნაწილია, რომლის ეპიცენტრში ქართული დროშაა.

ფოტო: საქართველოს ბანკი / რომი

ფოტო: საქართველოს ბანკი / ფლორენცია, Via Forlanini

ფოტო: საქართველოს ბანკი / ფლორენცია, Via Baracca

ახალ ვიდეორგოლში, წუთსა და 18 წამში, ქართული დროშა 20-ზე მეტ ქვეყანას, კიდევ უფრო მეტ ქალაქს, ასობით სხვადასხვა გამოხატულებას და 1000-მდე გამოსახულებას გამოივლის. ჰიმალაიდან ქუთაისამდე, ოლიმპიადიდან მულტფილმამდე, სცენიდან ტატუმდე — საქართველო არის ყველგან, სადაც ვართ ჩვენ. თუ დროშა ამ კამპანიის გულია, დოლი გულისცემაა, რომელიც დროშის მოგზაურობის რიტმს ქმნის და გამოსახულებების თანმიმდევრობას გვკარნახობს.

კამპანიის მთავარი იდეა კი ისაა, რომ ქვეყნის სიყვარული დიდი ძალაა, რომელსაც უთვალავი განსხვავებული ადამიანის გაერთიანება შეუძლია. და როდესაც ასე ხდება, მაშინ ვართ ჩვენ შეუჩერებლები, როგორც ერთად ისე — ცალ-ცალკე.

რაც გვაერთიანებს — არ გვაჩერებს!