ტეილორ ლოტნერი თავისი გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებულ კომენტარებს ეხმაურება
აშშ-ში მაისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და ამის აღსანიშნავად ცნობილი ადამიანები ხშირად მიმართავენ სოციალური მედიის პლატფორმას საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად. ასე მოიქცა მსახიობი ტეილორ ლოტნერიც, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტად ბინდის საგაში შესრულებული როლით იცნობენ.
ლოტნერმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში თავისი გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებულ კომენტარებზე ისაუბრა. მსახიობმა მაგალითად მოიყვანა თავისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარები, სადაც ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მას "ასაკის მომატება ცუდად ეტყობა".
"ამან გამახსენა, რატომ არ ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს", — ამბობს 31 წლის ლოტნერი, — "ეს რომ ათი, ხუთი ან თუნდაც ორი-სამი წლის წინ წამეკითხა, ძალიან განვიცდიდი. მომინდებოდა, დავმალულიყავი და აღარსად გავსულიყავი".
როგორც ლოტნერი ამბობს, ასეთი დროც ყოფილა — როცა მაღაზიაში გასვლისგანაც კი თავს იკავებდა, რათა მისთვის ფოტო არ გადაეღოთ და შემდეგ ის სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად აქ ქცეულიყო.
თუმცა, მსახიობის თქმით, დღეს უკვე სხვაგვარად უდგება საკითხს; მართალია, მსგავსი კომენტარები კვლავ შემაწუხებელია, მაგრამ ეს საკუთარ თავს "ეჭვქვეშ არ აყენებინებს".
"მნიშვნელოვანი ის არის, რასაც მნიშვნელობას თავად ანიჭებ", — ამატებს ლოტნერი, — "თუკი მნიშვნელობას სხვების აზრს ანიჭებ, თავსაც შესაბამისად იგრძნობ. ხოლო თუ მნიშვნელობას მიანიჭებ საკუთარი თავის მიღებასა და იმის გათვალისწინებას, რა გჭირდება, რა გიყვარს — მსგავს კომენტარებზე აღარ იდარდებ".
აღსანიშნავია, რომ მსახიობს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე აქამდეც უმსჯელია. რამდენიმე თვის წინ ლოტნერმა კინოინდუსტრიაში სხეულის არარეალისტური სტანდარტების ჩვენების ტენდენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბინდის ფილმებში "სხეულის არაბუნებრივი ფორმა" ჰქონდა, რის გამოც შიშველი სცენების გადაღება განსაკუთრებით უსიამოვნო იყო. ამასთან, მოგვიანებით, როცა ლოტნერის სხეული ბუნებრივ ფორმას დაუბრუნდა, ინტერნეტში კვლავაც არასასიამოვნო კომენტარები დაიწერა — რამაც ასევე ცუდად იმოქმედა მსახიობის მენტალურ მდგომარეობაზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები