შალვა პაპუაშვილი

25 May. 2023, 20:00

საქართველოს პარლამენტის წინ აღმართულია ორი დროშა: საქართველოს ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა. თუკი ვინმე ეძებს დროშას, თვალები გაახილოს და დაინახავს ამ დროშას.

რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს თემატურია და შეესაბამება თემატიკას. თუკი ვინმეს ელეთმელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში, იჯდეს მშვიდად სახლში და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, რადგან ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს საქართველოს ქუჩებში.

კიდევ ერთხელ, მივმართავ ყველას, განსაკუთრებით, მოქალაქეებს, ხედავენ, რომ ჩვენს ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ერთადერთი მიზანი, რამე მოიფიქრონ, რომ არიონ, ხალხს ნერვები მოუშალონ, ცუდ განწყობაზე დააყენონ. [...] აცადონ ქართველ ხალხს საკუთარი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა, აცადოს, როგორც ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ასევე იმ ენჯეოებმა, რომლებმაც არ იციან, სად წაიღონ უცხოური ფული და ნაცვლად იმისა, რომ ნერვები უშალონ საკუთარ მოქალაქეებს, დასხდნენ თავიანთ ოფისებში, დასხდნენ საკუთარ სახლებში, თუ არ სიამოვნებთ საკუთარი დროშის დანახვა, იყვნენ სახლში.

კიდევ ერთხელ, ხვალ იქნება ძალიან ბევრი ქართული დროშა, საქართველოს, თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. გასული წლისგან განსხვავებით, წელს 26 მაისის აღსანიშნავად მოწყობილ დეკორაციებში ევროკავშირის დროშა არ არის, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ