რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 24 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც 2022 და 2023 წლის 26 მაისს პარლამენტის გაფორმებაა შედარებული.

  • 2022 წლის ფოტოში ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ საქართველოს დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშაც იყო დამაგრებული, წელს კი აღარ არის.
  • იმის ფონზე, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია და სამთავრობო გუნდისგან ანტიდასავლური განცხადებები ისმის, გაფორმებიდან ევროკავშირის დროშის ამოღება კრიტიკის საგანი გახდა.
  • On.ge-ს კითხვაზე, რატომ არ არის პარლამენტის წინ EU-ს დროშა, პრესსამსახურში თქვეს, რომ თემატიკა ყოველწლიურად იცვლება, შესაბამისად იცვლება გაფორმებებიც.
  • დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 26 მაისი "თავიდან ბოლომდე ეროვნულ სიმბოლიკებზე უნდა იყოს აგებული".

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ. ისინი საკანონმდელო ორგანოსთან ევროკავშირის დროშის დაბრუნებას ითხოვენ.

  • აღნიშნავენ, რომ EU-ს წევრობისკენ სწრაფვა ხალხის არჩეული და საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებული გაცხადებული ეროვნული ინტერესია.
  • მათი თქმით, წელს, როცა ქვეყანა სტატუსის მოლოდინშია, გაფორმებიდან ევროკავშირის დროშის ამოღება საქართველოს მოქალაქეების ნებას ეწინააღმდეგება.

  • "განსაკუთრებით, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, ეს არის კიდევ ერთი ჩვენება ქართული ოცნების მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის".

  • დეპუტატები განმარტავენ, რომ დროშა არა მხოლოდ თემატური დეკორაცია, არამედ პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისი შინაარსია, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი ევროპაა და არავის აქვს უფლება მოქალაქეთა ნებაზე მაღლა პირადი ინტერესები დააყენოს.

  • "მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია ხოლო ევროკავშირის სიმბოლიკის ადგილი, საქართველოს დროშის გვერდით!"

ხელმომწერები არიან: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი,სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი.

  • ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე.
  • ასევე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე და თეიმურაზ ჯანაშია.