თეგეტა ქარს Unicef-ისა და BTU-ს საგანმანათლებლო პროექტში ერთვება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები 100 ბენეფიციარი ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადდება.
პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა ქარსი, რომელიც Junior Tech-ის ფარგლებში 7 ბავშვის საგანმანათლებლო კურსს სრულად დააფინანსებს.
ნინა კაჭარავა, თეგეტა ქარსის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: "როგორც იცით, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ზრუნვა და ზოგადად, ჩვენი კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებასა და ნათელ მომავალზე ზრუნვა. განსაკუთრებით პრიორიტეტული კი მათი მხარდაჭერაა, ვისთვისაც, გარე ფაქტორების გამო, ცოდნა და განათლება ძნელად მისაწვდომია. რაც მთავარია, ჩვენი და ჩვენი ბენეფიციარების თანამშრომლობა არ დამთავრდება ერთჯერადი დაფინანსებით - იმ მოზარდებს, რომლებიც საგანმანათლებლო კურსს გაივლიან, მომავალში ჩვენთან სტაჟირებისა და დასაქმების საშუალება ექნებათ".
პროექტის სამიზნე აუდიტორიაა სოციალურად დაუცველი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, ასევე განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვები.
ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, ბათუმსა და თბილისში სპეციალური სასწავლო მოდულებით გადამზადების 8-თვიანი კურსი გაიარონ და ისეთ მიმართულებებს დაეუფლონ, როგორებიცაა:
- ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი
- კიბერჰიგიენა და ინტერნეტუსაფრთხოება
- ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები
- გრაფიკული დიზაინი
- სოციალური მედიის მარკეტინგი
- ტექნოლოგიური ინგლისური
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი: "გვიხარია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პროექტი Junior Tech შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, შეიძინონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით და გაიუმჯობესონ ციფრული უნარები. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დაეხმარება მათ, მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, დასაქმება და უკეთესი მომავლის შექმნა".
Junior Tech-ის პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების გადამზადებას ფინანსურად უზრუნველყოფენ.
ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: "პროექტი Junior Tech-ი BTU-სა და Unicef საქართველოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელთაც, სხვადასხვა გარემოებების გამო, შეზღუდული აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, უსახლკარო ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდები".
თავის მხრივ, პროექტში ჩართულები არიან, თეგეტა ქარსში შემავალი მსუბუქი ავტომობილების ბრენდები - ტოიოტა ცენტრი თეგეტა, ტოიოტა ბათუმი, ვოლვო ქარ საქართველო, ავტო გალერი, NIU, პორშე ცენტრი თბილისი, Europcar Georgia და მაზდა ცენტრი თეგეტა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი თაობის განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, ასევე პროფესიული განვითარების მხარდაჭერისთვის, თეგეტა ქარსი სამომავლოდაც გეგმავს მსგავს პროექტებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები