კახა კალაძე

კახა კალაძე

25 May. 2023, 15:59

ეს არის მორიგი სპეკულაცია და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ კონკრეტული ადამიანები. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშა. ასევე, ყოველ დამოუკიდებლობის დღეს გვქონდა შესაბამისი სლოგანი და შესაბამისი შინაარსის კამპანია მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო კამპანია, როცა მთავარი თემა იყო შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. მაშინ პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო გამოფენილი და ამ პოემიდან ამონარიდები იყო წარმოდგენილი. გასულ წელს კამპანიის მთავარი ხაზი იყო ევროპა, დეკორაციებიც შესაბამისი იყო, მათ შორის ევროკავშირის დროშები. სპეკულაციები საჭირო არ არის. არ ვიცი ეს სიბინძურე რას ემსახურება. შეიძლება ვინმეს მცდელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებისთვის დაეჯერებინა ან ეს ყველაფერი ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოეყენებინა. ხალხი ყველაფერს ხვდება. სიმართლე ყოველთვის გაირკვევა და ადამიანებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც აქვთ.

ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი არის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაშიც არის გაკეთებული, თუმცა უპირველესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ჩვენ ხშირად გვახსენებენ იმას, რომ კონსტიტუციაში გიწერიათ ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალიო. რა თქმა უნდა, ეს გვიწერია და სწორედ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით გაკეთდა ეს ჩანაწერი. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვიწერია. ეს არის მნიშვნელოვანი და მერე უკვე სხვა დანარჩენი.

ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას. ოპოზიცია კი ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს. ყველაფერს ვაკეთებთ და შევასრულებთ. შემდეგ კი, ევროკავშირზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  3. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  4. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  5. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა

ამ წუთას, მოულოდნელად, ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა…