რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახალქალაქის მიტროპოლიტი რუსეთის დედაქალაქში ჩადის.

  • მაგალითად, გასული წლის ნოემბერში მან მოსკოვში მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში — რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები.
  • ის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ ანტონს შეხვდა, რაზეც მოსკოვის საპატრიარქო წერდა:
  • "თბილი და მეგობრული საუბრისას განიხილეს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი".

ამჯერად რატომ ჩავიდა: მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წირვა ჩატარდა.

  • მას პატრიარქი პუტინთან დაახლოებული პირი და მისი პოლიტიკის გამატრებელი პატრიარქი კილირე, რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები მღვდელმსახურებთან ერთად, ქვეყნის ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.
  • მათ შორის, რუსეთის ოფიციალური პირები, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, დუმის დეპუტატი, მოსკოვის მერის მრჩეველი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვები.
  • On.ge საკითხზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.