გრეის ანატომიის ფანებისთვის შონდა რაიმსმა სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა.

მერვე სეზონში გამქრალი ექიმი ტედი, რომლის როლსაც კიმ რაივერი ასრულებს, მეთხუთმეტე სეზონიდან კვლავ დაბრუნდება.

ტედის პერსონაჟი შოუს მე-14 სეზონშიც გამოჩნდა, თუმცა როგორც მოწვეული მსახიობი, შემდეგი წლიდან კი ის კვლავ სერიალის განუყოფელი ნაწილი იქნება.

როგორც სერიალის პროდიუსერმა მარკ გორდონმა თქვა, ტედის დაბრუნება შოუში შემოქმედებითი ჯგუფისთვისაც სასიხარულოა.

"შონდასთან ერთად დიდი ხანია ვმსჯელობთ იმაზე, თუ რომელი მსახიობი შეიძლება დაბრუნებულიყო შოუში. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, საბოლოოდ კი არჩევანი კიმზე შეჩერდა, რადგან ის ახლა ერთადერთია, რომელიც სერიალს სჭირდება", - ამბობს გორდონი.

გრეის ანატომია ABC-იზე 2004 წლიდან გადის და სამედიცინო ჟანრის სერიალების კლასიკად ითვლება.