ჯონა ჰილის სხეულის ტრანსფორმაცია, ჰოლივუდში ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენად შეაფასეს.

მსახიობი პაპარაცების სამიზნედ გადაიქცა და ფანებს სასაუბროდ ახალი თემა მისცა.

მაგალითად, მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი წერდა, რომ წონის დაკლებისთვის ახალი მოტივაცია აქვს და ის ჯონა ჰილია.

როგორც ჰილი ამბობს წონაში კლება ჩანინგ ტატუმის დამსახურებაა, რომელთან ერთადაც ის პირველად ფილმში 21 Jump Street გამოჩნდა.

"უკეთესი სხეული მინდოდა, სწორედ ამიტომ ჩანინგ ტატუმს დავურეკე და ვუთხარი - ჰეი, თუ ნაკლებს შევჭამ და ვივარჯიშებ, შესაძლებელი იქნება რომ უკეთესი სხეული მქონდეს? რაზეც ტატუმისგან პასუხად მივიღე - რა თქმა უნდა, იდიოტო, რა კითხვებს სვამ? ეს ხომ მსოფლიოში ყველაზე მარტივია?", ხუმრობს ჰილი.

როგორც ჩანს ტატუმთან ზარი მუშაობს, ჯონა ჰილი თვალსა და ხელს შუა ჰოლივუდის ახალი ვარსკვლავბიჭუნა გახდა.