ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალ გადოტს, 2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი და პოპულარული ფილმისთვის Wonder Woman მხოლოდ და მხოლოდ $300 ათასი გადაუხადეს, რაც იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჰენრი კავილის ჰონორარი 2013 წელს ფილმისთვის Man of Steel, კავილმა ამ როლისთვის $14 მილიონი აიღო.

ინფორმაცია ჰენრის ჰონორარის შესახებ მწერალმა ლაურენ დუკამ საკუთარ ტვიტერზე გაავრცელა, მოგვიანებით კი წაშალა. საბოლოო ჯამში კავილის რამდენიმე მილიონიან ჰონორარზე რეალური ინფორმაცია არ არსებობს. კავილს, რომ $14 მილიონი არ აუღია ადასტურებს ისიც, რომ მისი ყველაზე მაღალი წლიური შემოსავალი, რამდენიმე წლიან კარიერაში, ჯერ მხოლოდ $8 მილიონია.

თუმცა მაყურებელთა ნაწილი ამ ფაქტს სექსიზმად ვერ აღიქვამს და ამბობს, რომ მაგალითად, კრის ევანსმა კაპიტანი ამერიკას პირველ ფილმში გადოტის მსგავსად $300 ათასი აიღო, თორში შესრულებული როლისთვის კრის ჰემსვორტმა - კიდევ უფრო ნაკლები - $150 ათასი.

გალ გადოტის $300 ათასიან ჰონორარს შესაძლოა მხოლოდ ერთი ახსნა მოეძებნოს, კინოსტუდია ნამდვილად არ ელოდა პეტი ჯენკინსის ფილმის ასეთი წარმატებას და $500 მილიონიან შემოსავალს, სწორედ ამიტომ მისცეს გადოტს ასეთი ჰონორარი.

ამასთაანვე დიდი შანსია, რომ შემდეგ ნაწილში მისი ანაზღაურება რამდენიმე ათეული მილიონითაც კი განისაზღვროს.

თუმცა ჰოლივუდში სექსიზმი რომ არსებობს ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰოლივუდში ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ფილმია გადაღებული ქალი მსახიობების მონაწილეობით და კიდევ უფრო ცოტა - ქალი რეჟისორების მიერ.

კვლევითი ინსტიტუტები ყოველ წელს აქვეყნებენ ამ თემაზე ანგარიშებს და მეტ-ნაკლებად მსგავს შედეგებამდე მიდიან. ჰოლივუდში გენდერული უთანასწორობა მართლაც არსებობს, თუმცა საბედნიეროდ ამ თემას ტაბუ უკვე აღარ ადევს.

კინოინდუსტრია გასცემს ჯილდოებსა და წამახალისებელ თაყვანისცემას, მაგრამ როდესაც საქმე ხელფასზე მიდგება, გაღმერთებული ქალი მსახიობებიც აღმოჩნდებიან ხოლმე "უბრალოდ ქალები".

ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჩვენი სტატია:

სექსიზმი და გენდერული უთანასწორობა - პრობლემა, რომელიც ჰოლივუდშიც კი არსებობს