TDI ფესტივალის ჩაშლაზე: საქმის გამოუძიებლობით, სახელმწიფო ძალადობას ახალისებს
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მიერ თბილისში, 4 ივნისს, როკ-ფესტივალის Tbilisi JAM! Fest 2016 კონცერტის ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურა:
"მსგავსი ვითარება დიდწილად განპირობებულია შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებით სახელმწიფოს არასწორი და ძალადობის მაპროვოცირებელი პოლიტიკით".
TDI სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ მიიღოს ეფექტური ზომები შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების პრევენციისა და გამოძიებისთვის, დაიცვას სეკულარობის პრინციპები, გაატაროს თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკა და უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე.
ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიანი შეკრების დარბევაში მონაწილე პირების შესახებ სასამართლოს მიღებულ გამამართლებელ გადაწყვეტილებებშიც გამოჩნდა.
TDI-ის განცხადებაში მიუთითებს, რომ რელიგიური უმცირესობებიც განიცდიან სისტემურ დისკრიმინაციას უმრავლესობის მხრიდან:
"სახელმწიფოს არ გამოუძიებია 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, ისლამოფობიისა და მუსლიმების დევნის 7 შემთხვევა; არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი; არ შეფასებულა პოლიციის მხრიდან უმოქმედობა და რიგ შემთხვევებში, სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტები".
ორგანიზაციის განცხადებით, ამ ტიპის საქმეების გამოუძიებლობით, სახელმწიფო ძალადობის წამახლისებელ როლს ასრულებს.
4 ივნისს, ფესტივალი საბაჟო ტერმინალ ზაჰესი 2007 ტერიტორიაზე იმართებოდა. ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალის გახსნიდან დაახლოებით ნახევარ საათში, ადგილზე მივიდნენ ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი რაზმაძე, დედათა მონასტრისა და მრევლის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები. მათი თქმით, სასულიერო პირები "ხმამაღალ მუსიკასა" და "სატანური ჯგუფების" კონცერტს სასაფლაოებისა და მონასტრის სიახლოვეს აპროტესტებდნენ და ჩაშლას მოითხოვდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორმა, ვლადიმერ უნანიანციმ TDI-სთან საუბარში განაცხადა, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი აგრესიული და ჰომოფობიური რიტორიკით გამოირჩეოდა და მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მისივე თქმით, ფესტივალის ერთ-ერთ მონაწილეს სასულიერო პირმა მიმართა სიტყვებით: "ქართველი ხარ? [...] მაშინ წადი და იქ ჩაატარე საიდანაც მოხვედი."
ორგანიზატორების განცხადებით, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ვითარებას აკვირდებოდა. თუმცა, სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ორგანიზატორებს ურჩიეს შეეჩერებინათ ფესტივალი.
სასულიერო პირების წინააღმდეგობის მიუხედავად, ღონისძიება გაგრძელდა, მომღერლებმა რამდენიმე სიმღერა შეასრულეს, თუმცა, 15 წუთის შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა და ფესტივალი ჩაიშალა.
თავდაპირველად, შუქის ჩაქრობის მიზეზად ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიას მხრიდან ტერმინალისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა სახელდებოდა. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ზაჰეს 2007-ის ტრანსფორმატორს ელექტროენერგია სრულფასოვნად მიეწოდებოდა.
მედიასთან კომენტარში, ტერმინალ ზაჰესი 2007 დირექტორმა განაცხადა, რომ ტერიტორიაზე გადამცემი კაბელი დაზიანდა და ელექტროენერგიის მიწოდება ამიტომ შეწყდა.
სამართალდამცავების მხრიდან რეაგირების შესახებ, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელმა TDI-ს განუმარტა, რომ "პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ კონფლიქტის პრევენციას, ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა", შუქის ჩაქრობა კი, გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდებოდა.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები