გაზეთ ახალ საქართველოში ხაშურის გამგებლის სარეკლამო სტატია გამოქვეყნდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი გურასპაშვილმა აღნიშნულ სტატიაში 300 ლარი გადაიხადა.

ხელშეკრულება 9 ივნისს გაფორმდა და მისი მიხედვით, სტატიას შერეული ინტერვიუს სახით დაიბეჭდება.

ინტერვიუს მიხედვით, გურასპაშვილი იმ გეგმებზე საუბრობს, რომლის განხორციელებას გეგმავს. მათ შორისაა ხაშურის სოფლებში გზის დაგება, წყლის პრობლემის მოგვარება, სპორტ-კომპლექსების მშენებლობა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.