დიდი ხნის მეგობრები და ეკრანული პარტნიორები ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან ახალი კინო პროექტის გარშემო.

საქმე ისაა, რომ პროდიუსერმა კენ კაომ და რაიან გოსლინგმა ახალი საპროდიუსერო კომპანია დააარსეს და პირველი პროექტი, რომელსაც უხელმძღვანელებენ, ისტორიული დრამა ფავორიტი იქნება, რომელშიც მთავარ როლს ემა სტოუნი ასრულებს.

ფილმი სტიუარტების დინასტიის უკანასკნელ დედოფალ ანას პერიოდში მომხდარ პოლიტიკურ ინტრიგებზე მოგვითხრობს. ემასთან ერთად ფილმში რეიჩელ უაისი და ნიკოლას ჰოულტი ითამაშებენ.

ფავორიტის პრემიერა 2018 წელს იგეგმება.