მაღლაფერიძე თავისუფლების გადაცემების დახურვაზე: კი არ დავხურეთ, არამედ უარი ვთქვით ხელშეკრულების გაგრძელებაზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აქვეყნებს ინტერვიუს მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, ვასილ მაღლაფერიძესთან. ინტერვიუში ვასილ მაღლაფერიძე არხზე მიმდინარე ცვლილებებთან ერთად საუბრობს რადიო თავისუფლების გადაცემების, "თავისუფალი ზონისა" და "ინტერვიუს" დახურვაზე. მაღლაფერიძის თქმით, გადაცემები კი არ დახურა, არამედ ხელშეკრულება არ გაუგრძელა რადიო თავისუფლებას:
"რეალობას თუ შევხედავთ, დღეს ეს ორი გადაცემა არ გახლავთ რადიო „თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროდუქცია, ამ გადაცემებს თავიდან ბოლომდე ამზადებს რადიო თავისუფლება და საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ მისი გაშვება ევალება. ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ პლატფორმაა და მეტი არაფერი. საზოგადოებრივის მხოლოდ პლატფორმად გამოყენება არც ჩვენთვის არის საინტერესო და არც სხვისთვის მგონია, რომ იყოს. დღეს პლატფორმების გასაჭირი ნამდვილად არ არის და ამ ეტაპზე არ გვაქვს ისეთი რეიტინგი, რომ ვინმე ჩვენი მეშვეობით ბევრი მაყურებლის მოზიდვას აპირებდეს. ამიტომ ჩვენ გადაცემები კი არ დავხურეთ, არამედ როცა ამის დრო მოვიდა, უარი ვთქვით ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ უტყვი პლატფორმის ფუნქცია რჩება".
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ის მაღალი აზრისაა სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას პროფესიონალიზმზე, თუმცა მათ გადაცემებს, ისევე როგორც სხვებს, სჭირდებოდათ განახლება, ამაში კი მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიონალები დაეხმარებოდნენ:
"საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს არიან ისეთი პროფესიონალები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად წაადგებოდა ბატონი გოგი გვახარიას და ქალბატონი სალომე ასათიანის გადაცემების გაუკეთესებას. შეიძლება ვინმეს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივს ამის კომპეტენცია არ აქვს და ჩვენ უნდა გავუშვათ, რასაც მოგვიტანენ და აზრიც არ უნდა გამოვთქვათ, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ".
მაღლაფერიძე ამბობს, რომ მას არ აკმაყოფილებდა პარტნიორობის ის ფორმა, რაც მაუწყებელს რადიო თავისუფლებასთან ჰქონდა:
"ამავე დროს, მზად ვართ, ვაწარმოოთ ერთობლივი პროდუქცია სხვა სტუდიებთან და მედიასაშუალებებთან ერთად, და რასაკვირველია, რადიო თავისუფლებასთან ერთადაც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრად დიდი პოტენციალი აქვს და მას შეუძლია, ერთობლივ პროდუქციაში მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსის ჩადება, რითაც მხოლოდ მოიგებს მაყურებელი. ვიმეორებ, მხოლოდ პლატფორმის დონეზე პარტნიორობა ჩვენთვის არ არის საინტერესო.
მაგალითისთვის მოგიყვანთ ბატონი გოგი გვახარიას გადაცემას, მით უმეტეს, გარკვეული განმარტება აქაც აუცილებელი გახდა, ვინაიდან, თავად ბატონი გოგი, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ ფაქტებს არასწორად გადმოცემს და ამით ცდილობს განავითაროს აზრი, რომ მის გადაცემას პოლიტიკური ნიშნით ებრძვიან. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა არის ის პოლიტიკური მოტივი თუ პლატფორმა, რის გამოც ბატონი გოგი შეიძლება ვინმესთვის მიუღებელი იყოს, ვინაიდან მისი გადაცემა „წითელი ზონა“ მის გულშემატკივრებს და მათ შორის მეც, გვახსენდება იმ მშვენიერი ფილმებით, რომლებიც პირველად სწორედ ამ გადაცემაში ვნახეთ და შემდეგ ამ ფილმების შესახებ საინტერესო საუბრებით. ბატონი გოგი თავის სტატუსებში ახსენებს ხოლმე, რომ თითქოს საზოგადოებრივზე ფილმების ჩვენება აუკრძალეს თუ რაღაც ასეთი და ავიწყდება, თქვას დრო და გარემოება, როდის და რატომ მოხდა ეს. როდესაც იანვარში ამირჩიეს და ბადეზე ვმუშაობდით, ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ „წითელ ზონაში“ ფილმები აღარ გადიოდა და არ გადიოდა უკვე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იმის გამო, რომ „წითელ ზონაში“ გასული ფილმების დიდი ნაწილი არ იყო შესყიდული ჩვენების უფლებით და რადიო თავისუფლებამ ვერ უზრუნველყო ფილმების შესყიდვა, გადაცემას შეუცვლია ფორმატი, გადაკეთებულა პოლიტიკურ ტოქშოუდ და საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ პროცესში მხოლოდ ის როლი აკისრია, რომ გაუშვას ის ჩანაწერი, რასაც მოუტანენ. ის, რომ ბატონი გოგი სურვილისამებრ შეცვლის გადაცემის ფორმატს, ამით ჩვენ გვგონია, რომ აგებს მაყურებელი და ცხადია - მაუწყებელიც. ასეთ პრაქტიკას გულისხმობს არსებული ხელშეკრულება, რომლის ვადის გაგრძელებაზეც უარი ვთქვით და, მესამედ თუ მეოთხედ ვამბობ, რომ მზად ვართ და მივესალმებით პარტნიორულ თანამშრომლობას, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალისტებსაც ექნებათ აზრის გამოთქმის, ფორმატის შემუშავებაში მონაწილეობის უფლება.
იგივე შეიძლება ითქვას ქალბატონი სალომეს გადაცემის ფორმატის შესახებ, გნებავთ სტუდიის შესახებ და ასე შემდეგ. ბევრი მხრივ შეიძლებოდა მისი გაუკეთესება, მაგრამ დღეს საზოგადოებრივს მხოლოდ ჩანაწერის გაშვების უფლება აქვს და მეტი არაფერი".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები