რატომ არის მნიშვნელოვანი: სასტუმრო ამბასადორში ცეცხლი გუშინ, 31 მარტს დაადხლოებით 18:10 საათზე გაჩნდა.

  • ადგილზე გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ ცეცხლი სასტუმროს ბოლოს სართულს ეკიდა, ხოლო მეხანძრე-მაშველები მის ჩაქრობას ცდილობდნენ.
  • ხანძრის სრული ლიკვიდირება დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხერხდა.
  • დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ ხანძრის გაჩენის საქმეზე 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელიც ამბასადორის ერთ-ერთი სტუმარი იყო.

კაზინო ამბასადორი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ დაკავებული სამორინე ამბასადორს სტუმრობდა.

  • მათი თქმით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა და მოუწოდებენ ყველას, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
  • "გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ. მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან".