რატომ არის მნიშვნელოვანი: სასტუმრო ამბასადორში ცეცხლი გუშინ, 31 მარტს დაადხლოებით 18:10 საათზე გაჩნდა.

  • ადგილზე გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ ცეცხლი სასტუმროს ბოლოს სართულს ეკიდა, ხოლო მეხანძრე-მაშველები მის ჩაქრობას ცდილობდნენ.
  • ხანძრის სრული ლიკვიდირება დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხერხდა.

დეტალები: შსს-ის ინფორმაციით, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით ამბასადორის ერთ-ერთი სტუმარი 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს.

  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.