ევროპარლამენტმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეგიონში ელექტრომობილების დამტენ პუნქტებს განათავსებენ.

საბოლოო შედეგი იქნება ელექტრომობილების დამტენი სადგური ყოველ 60 კილომეტრში, ნათქვამია Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ეს ყველაფერი 2026 წლისთვის.

ასევე, შეიქმნება სპეციალური სადგურები 120 კილომეტრიანი ინტერვალით, რომელიც სატვირთო მანქანებს მოემსახურება. გარდა ამისა, 2031 წლისთვის წყალბადის საწვავის სადგურებიც იქნება ხელმისაწვოდმი.

"შეთანხმება მკაფიო სიგნალს უგზავნის მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს, რომ მომხმარებლისთვის მოსახერხებელი დატენვის ინფრასტრუქტურა და ალტერნატიული საწვავის, როგორიცაა წყალბადის საწვავის სადგურები, დამონტაჟდება ევროკავშირის მასშტაბით", — თქვა ანდრეას კარლსონმა, შვედეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ამავე კვირაში დაინერგა საეტაპო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2035 წლისთვის ევროკავშირში გაყიდული ყოველი ახალი მანქანა ემისიების გარეშე იქნება.

ინფრასტრუქტურის ნაკლებობის დაძლევა

ეს ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს დამტენის ინფრასტრუქტურის ნაკლებობის პრობლემის აღმოფხვრას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც აფერხებს EV სისტემაზე გადასვლას.

"ამით ვუზრუნველვყოფთ, რომ ახალი თაობის ავტომობილების გამოყენება და დამუხტვა ისეთივე მარტივი და მოსახერხებელი იყოს, როგორც ეს ახლა ბენზინზე მომუშავე მანქანებისაა", — თქვა ისმაილ ერტუღმა, კანონმდებელმა, რომელიც პასუხისმგებელია ახალ საეტაპო გარიგებაზე.

პროექტის ავტორების თქმით, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ტრანსპორტის სექტორის დეკარბონიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ემისიების უზარმაზარ ნაწილზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.