გაინტერესებს ტურიზმის ინდუსტრია? შეარჩიე Glion-ის უნივერსიტეტი შვეიცარიაში და მიიღე შანსი დასაქმდე სასტუმრო ინდუსტრიაში მოღვაწე მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. აქ შეგიძლია შეისწავლო Hospitality ინდუსტრიის მართვის ყველა საფეხური და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება პარტნიორ კომპანიებში.

განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით 2023 წლის 8 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე Glion-ს წარმოადგენს Sommet Education. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნება პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.

გლიონის უმაღლესი განათლების უნივერსიტეტი არის მსოფლიოში სასტუმრო ბიზნესის მართვის ერთ-ერთი საუკეთესო შვეიცარიული უნივერსიტეტი. მისი სტუმართმოყვარეობა და ღონისძიებები, სპორტისა და გართობის მენეჯმენტის ხარისხი, აქტიურ სტუდენტებს ბრწყინვალე კარიერის შექმნის შანსს სთავაზობს.

Glion Institute გთავაზობს სწავლას შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის კამპუსებში, ასევე აქვს დისტანციური სწავლების სისტემა.

ფოტო: LEAF

შემოთავაზებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:

  • საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ბიზნესი
  • სტუმართმასპინძლობა, მეწარმეობა და ინოვაცია
  • უძრავი ქონების, ფინანსებისა და სასტუმროს განვითარების მენეჯმენტი
  • ძვირადღირებული ბრენდის მენეჯმენტი სასტუმრო ბიზნესში

Glion-ის უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო პარტნიორობა საერთაშორისო სასტუმრო, Luxury და ღონისძიებების სექტორში მომუშავე წამყვან ბრენდებთან. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გლიონის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირებები ამ კომპანიებში და იმუშაონ რეალურ ქეისებზე, რაც მათ სამომავლო დასაქმებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულია სავალდებულო პრაქტიკის კურსი ერთ ან ორ სემესტრიანი.

კურსდამთავრებულების ძირითადი ნაწილი დასაქმებულია ტურიზმის სექტორში, სასტუმროებსა და სარესტორნო ბიზნესში, ძვირადღირებულ Luxury პროდუქტის წარმოებისა და მომსახურების კომპანიებში, მარკეტინგისა და ღონისძიებების მენეჯმენტის მიმართულებით, მეწარმეობასა და საბანკო მიმართულებებით.

Glion-ის უნივერსიტეტი მსოფლიოს იმ საუკეთესო უნივერსიტეტების სამეულშია, რომლებიც სასტუმრო ბიზნესის მიმართულების სწავლებით პოზიციონირებენ.

გამოიყენე შესაძლებლობა პირადად შეხვდე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში.

განათლების ცენტრ LEAF-ის კონსულტანტები სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაგეხმარებიან.

რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: logos.edu.ge/leaf/

განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute - TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University.

LEAF-ის პარტნიორია ბრიტანული კომპანია QS (Quacquarelli Symonds), რომელიც ცნობილია საუნივერსიტეტო რეიტინგების კვლევებითა და განაცხადების პლატფორმით, რაც საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები: სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi, ყავის და ჩაის კაფსულის მწარმოებელი კომპანია მეამა. გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.