კობახიძე ისევ პალიტრა მედიას ფინანსებზე საუბრობს, მაგრამ მტკიცებულებები არც ახლა აქვს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: მმართველმა გუნდმა პალიტრა მედიის დისკრედიტაციის კამპანია რამდენიმე დღის წინ წამოიწყო.
- 27 მარტს ერთ-ერთ პროპაგანდისტულ ვებგვერდზე განთავსდა სტატია, თითქოს მედიასაშუალებას კეზერაშვილი აფინანსებს.
- მეორე დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ან შეიძლება, ჰქონდეს და დეტალებში ვერ შევა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, პალიტრას თავს დასხმოდა.
- მედიის დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ის ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას, ფორმულას.
- ქართული ოცნება ოპოზიციური ტელევიზიის დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს ხშირად იყენებს კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის საშუალებად.
დეტალები: კობახიძე ამჯერადაც იმის მტკიცებაშია, რომ პალიტრა მედია ფორმულა 2 გახდა, თუმცა მტკიცებულებები ისევ არ აქვს.
- "მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ჰოლდინგის პროგრამის შინაარსსა და მის ცვლილებას გასული 3 თვის განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ცვლილებები აშკარად განხორციელებულია დაფინანსების ნაწილში", — თქვა მან.
- ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ მედიასაშუალება ადრე ნეიტრალური, ზომიერი და დაბალანსებული იყო, თუმცა დღეს ოპოზიციურ ტელევიზიას დაემსგავსა.
- "დაემსგავსა კეზერაშვილის ტელევიზია ფორმულას და განსხვავება მათ შორის არ არის. ეს ამყარებს ეჭვს, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული", — ირწმუნება კობახიძე.
რას ამბობს პალიტრა მედია: მათი განცხადებით, ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში ტროლ-ბოტებმა გაავრცელეს, შემდეგ კი კომენტარები პოლიტიკური ლიდერების მხრიდანაც გაკეთდა.
- ამბობენ, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე — "თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პალიტრა მედია არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით, აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და პალიტრა მედიის რაიმე კავშირის შესახებ";
- "პალიტრა მედიის ყველა ორგანიზაციის და, მათ შორის, ტელეკომპანია პალიტრანიუსის ყველა შემოსავალი და ხარჯი გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის".
რას ამბობს ქარტია: ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეწყვიტოს მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა.
- ქარტია ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისთვის მიუღებელი შინაარსის გამო თავს დაესხა.
- ქარტია მიიჩნევს, რომ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობა.
- "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედება და მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა";
- "საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მაუწყებლების მფლობელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში, ხოლო დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე";
- ქარტია მოუწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, განცხადების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები