ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს იქნება პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრა.

  • ტრამპი დაკავებას თავადვე აანონსებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, გააპროტესტონ ეს, რაც მედიებისა და ექსპერტების ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოწოდებას შეადარა, რომელმაც წაახალისა ძალადობა და კაპიტოლიუმში შეჭრა.

დეტალები: მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა.

  • დონალდ ტრამპს სასამართლოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიბარებენ.
  • მას ედავებიან პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 2016 წლის არჩევნების დროს 130 000 დოლარის გადახდას, რათა მსახიობს ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე არ ესაუბრა.
  • ბრალდებას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს.

რა ვიცით ტრამპის საქმეზე: ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა აღიარა, რომ დენიელს დუმილისთვის $130 ათასი გადაუხადა და ამტკიცებს, რომ გარიგებების ინიციატორი თვითონ ტრამპი იყო.

  • დენიელსის თქმით, მას ფული გადაუხადეს, რომ საჯაროდ არ ესაუბრა რომანზე რომელიც ტრამპთან წლების წინ ჰქონდა — ექსპრეზიდენტი ამას უარყოფს.
  • არსებული ინფორმაციით, ტრამპმა მაიკლ კოენს ეს თანხა აუნაზღაურა — როგორც BBC წერს, ჩანაწერში ნათქვამია, რომ ეს იყო "იურიდიული საფასური".
  • პროკურორის ოფისი, იკვლევს, დაირღვა თუ არა ტრამპმა სახელმწიფო კანონები გადახდებთან დაკავშირებით.
  • როგორც CNN წერს, ეს სისხლის სამართლის ბრალდება წარმოადგენს ტრამპის სამართლებრივი პრობლემების დრამატულ ესკალაციას, რადგან ის თეთრ სახლში დასაბრუნებლად მუშაობს.
  • ნიუ-იორკში ფულის გამოძიების გარდა, მას ემუქრება ცალკეული სისხლის სამართლის გამოძიებები ატლანტასა და ვაშინგტონში 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის გამო.
  • ხოლო იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორი იძიებს ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების ფლობას.