დრო რომ ყველას და ყველაფერს უცვლის სახეს, ამაზე აქამდეც გვისაუბრია. ისიც გვითქვამს, რომ ყველაზე მეტად დრო ნივთებს არ ინდობს. თუმცა, ჩვენამდე ბევრი ისტორიული ნივთიც შემორჩა — იქნება ეს დედოფალი ვიქტორიას ნიშნობის ბეჭედი თუ საგანგებოდ შექმნილი მანეკენი, რომლითაც მე-18 საუკუნეში მეანობას სწავლობდნენ. ასეთ უცნაურ და საინტერესო ფოტოებს ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზეც უყრიან თავს. მათგან რამდენიმე გამორჩეული კი, გადავწყვიტეთ, თქვენთვისაც გვეჩვენებინა.

1. მე-18 საუკუნეში შექმნილი მანეკენი მეანობის შესასწავლად

ფოტო: Weird History Facts & Vintage Photography / Facebook

2. ეს მე-17 საუკუნით დათარიღებული თოჯინების სახლი კი ამსტერდამის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება

ფოტო: Weird History Facts & Vintage Photography / Facebook

3. აი, ასე გამოიყურებოდა სამზარეულო ჰენრი VIII-ის სასახლეში

ფოტო: Weird History Facts & Vintage Photography / Facebook

4. ეს ქუდი, რომელიც შვედეთში აღმოაჩინეს, შუა საუკუნეების აქსესუარი ყოფილა და 600 წლის წინ შექმნილა

ფოტო: Weird History Facts & Vintage Photography / Facebook

5. დედოფალი ვიქტორიას ნიშნობის ბეჭედი

ფოტო: Weird History Facts & Vintage Photography / Facebook

6. მე-15 საუკუნეში აგებული სახლის სახურავის ხის კონსტრუქცია დღეს კედელშია ჩასმული

ფოტო: Weird History Facts & Vintage Photography / Facebook

7. დედოფალი ელიზაბეთ I-ის ერთადერთი კაბა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია

ფოტო: Weird History Facts & Vintage Photography / Facebook

8. მე-19 საუკუნის შოკოლადის ფილა

ფოტო: Weird History Facts & Vintage Photography / Facebook