რა მოხდა: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

  • როგორც სკოლის დირექტორი ფორმულასთან ამბობს, პედაგოგი სამსახურიდან გათავისუფლებულია.
  • მისი თქმით, როდესაც სოციალური ქსელიდან ფაქტის შესახებ შეიტყვეს, საქმე წარმოებაში დისციპლინურ კომიტეტს გადასცეს.
  • ადგილობრივი მედია კი წერს, რომ მეშვიდე კლასელ მოსწავლზე ფიზიკური ძალადობა დისციპლინურმა კომიტეტმაც დაადასტურა.

დეტალები: დირექტორი ამბობს, რომ რეაგირება ფაქტის გაგებისთანავე მოახდინეს.

  • "დისციპლინურმა კომიტეტმა გამოიკვლია ეს ფაქტი, ახსნა-განმარტება ჩამოართვა პედაგოგს. აგრეთვე, მასწავლებელს და შემდეგ მომცა რეკომენდაცია, როგორც უნდა მემოქმედა. შესაბამისად, პედაგოგი განთავსებულ იქნა სკოლიდან", — აღნიშნა მან.
  • როგორც On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს.