რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისისა და ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

  • მარეგულირებელი კომისიის შეფასებით, GWP-მ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რამაც გამოიწვია ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.
  • სემეკის განცხადებით, GWP-ს დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.

დეტალები: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, დაჯარიმების საფუძველი სალიცენზიო პირობების დარღვევაა.

  • მათივე თქმით, შესაბამისი წერილი 20 მარტს ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან მიიღეს.
  • "წერილით აღნიშნული იყო, რომ ოსიაურის ქუჩაზე, 2022 წლის 8 აპრილს წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები";
  • "ჩუღურეთის გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად GWP-სთან დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა";
  • "წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება".