რამდენიმე თვის წინ ჯერემი რენერი უამინდობის დროს თოვლის საწმენდი მანქანით დაშავდა, რის შედეგადაც გულმკერდის ტრავმა და ორთოპედიული დაზიანებები მიიღო. ქორისთვალას ვარსკვლავს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში. მისი წარმომადგენლების განცხადებით, მსახიობის მდგომარეობა კრიტიკული, თუმცა სტაბილური იყო.

ფოტო: Jeremy Renner / Instagram

მსახიობის თქმით, უბედური შემთხვევის დროს, როცა თოვლის საწმენდი მანქანის ქვეშ მოჰყვა, გონება არ დაუკარგავს, თითოეულ მომენტს აღიქვამდა და ტკივილიც კარგად ახსოვს.

ინტერვიუს ტრეილერში, რომელშიც 911-თან განხორციელებული ზარიც ისმის რენერის სიცოცხლის გადასარჩენად, დაშავებული მსახიობის კვნესაც ისმის და ხალხის შეძახილებიც — "ბრძოლა განაგრძე".

ჯერემი რენერმა შემთხვევის დღეს დისშვილის გადარჩენა სცადა, რადგან თოვლის საწმენდი მანქანა სწორედ მისი დისშვილისკენ დაცურდა და შეეძლო, მისი სიცოცხლისთვის შეექმნა საფრთხე. საუბედუროდ, რენერი, რომელიც ცდილობდა თოვლის საწმენდი მანქანა შეეჩერებინა, მის ქვეშ მოჰყვა და 30-ზე მეტი ძვალი დაიზიანა.

"ისევ ასე მოვიქცეოდი," — განაცხადა რენერმა ინტერვიუს დროს. —"რადგან მანქანა ზუსტად ჩემი დისშვილისკენ მიემართებოდა."

"დავინახე, სისხლის გუბეში იწვა, რომელიც მისი თავიდან ჟონავდა," — განაცხადა მსახიობის დისშვილმა ინტერვიუში. "მასთან მივირბინე. არ მეგონა, თუ ცოცხალი იყო."

ფოტო: Instagram

"გადავწყვიტე, რომ გადავრჩენილიყავი," — განაცხადა რენერმა.

სრული ინტერვიუს მოსმენა მაყურებელს 6 აპრილს შეეძლება.

ამავე თემაზე:

ნევადას შტატის შერიფის განცხადებით, ჯერემი რენერი დისშვილის გადასარჩენად დაშავდა